შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ასამბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ქედა. დაამთავრა დაუსწრებლად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში ინჟინერ-დამპროექტებლად, წამყვან ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1977 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს № 5 სამშენებლო ტრესტის № 45 მოძრავ მექანიზებულ კოლონაში მშენებელ ოსტატად; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. ბათუმის სახლმშენებელ კომბინატში - სამუშაოთა მწარმოებლად; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების მშენებლობის განყოფილების უფროსად; იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე საწარმოების გაერთიანებული დირექციის მთავარი ინჟინერი; მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს ბათუმის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; შპს "ორბი ჯგუფში" და შპს "მეგა სითი"-ში სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აშენდა მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.50
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |