The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან აფხაზავა

ლევან აფხაზავა
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:2012  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

1941-1945წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიის დაცვისთვის და ქ. კენიგსბერგის აღებაში; უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში - გუმათის ჰესების კასკადის, "ლაჯანურჰესის", "ხრამჰეს II"-ის, "ჟინვალჰესისა" და "თბილსრესის" მშენებლობაზე - სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს დამხმარე საწარმოთა კომბინატის დირექტორი; 1970-1972წწ. საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა მივლინებაში  სირიის არაბთა რესპუბლიკაში, მდ. ეფრატის ჰიდროკომპლექსის მშენებლობაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.51-52; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 24

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კენიგსბერგის აღებისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "საბრძოლო მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
    საბრძოლო მამაცობისა და თავდადებისთვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
    საბრძოლო მამაცობისა და თავდადებისთვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
    საბრძოლო მამაცობისა და თავდადებისთვის

გააზიარე: