შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ აფხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1976წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1976-1993წწ. სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო "რემმშენპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორად, წამყვან კონსტრუქტორად, განყოფილების უფროსად; 1993-2009წწ. სხვადასხვა საპროექტო ფირმებში - ინჟინერ- კონსტრუქტორად, წამყვან კონსტრუქტორად; 2009 წლიდან ხელმძღვანელობს შპს "ედრი+", შპს "ტანდემს" და შპს "ბალავარს", რომელშიც მუშაობს მთავარ ინჟინრად და დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულია მრავალი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის: თეატრის შენობა ქ. მახაჩყალაში (1974), ქ. კასპის ქარხანა "ელექტროაპარატი"-ს მთავარი საწარმოო კორპუსის რეკონსტრუქცია და ნეიტრალიზაციის ქვესადგური (1977), ქ. თბილისის ქარხანა "ელექტროშედუღება"-ს საწარმოო კორპუსი (1979) და ქარხანა "ელექტროაპარატი"-ს პლასტმასის საამქრო (1980), საწარმოო კომპლექსი ქ. ბინაში (აზერბაიჯანი, 1981წ.), ქ. ბაქოს კონდიციონერების ქარხნის საწარმოო კორპუსი (1983), ელექტრომექანიკური ქარხნის საწარმოო კორპუსი ქ. დუშანბეში (ტაჯიკეთი, 1990წ.), სასტუმრო "ტიფლისი პალასი" (1998), რკინიგზელთა კულტურის სახლი ქ. ფოთში (2001), შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (2004), საზაფხულო კინოთეატრი კურორტ ბორჯომში (2005), სავაჭრო ცენტრი - ჰიპერმარკეტი "გუდვილი" ქ. თბილისში (2007), სასტუმრო "აბასთუმანი რეზიდენსი" (2010), მეღვინეობა "ხარება"-ს ღვინის ქარხანა ს. სიქთარვაში (თერჯოლის რაიონი, 2004), საკონსერვო ქარხანა ქ. ჩხოროწყუში (2015), საცურაო აუზის მოძრავი სახურავები ქ. თბილისში (ვაკე, 2006) და ქ. ბორჯომში (პარკი, 2007), ასევე სტადიონი 25000 ადგილზე და სპორტული კომპლექსის ტიპური პროექტი (1975), ექსპერიმენტული საცხოვრებელი სახლი მოცემული კლიმატური ზონისათვის - ტიპური პროექტი (1974). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.52-53 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |