Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1979 წელს. 1980-1993წწ. მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, წამყვან არქიტექტორად; 1992 წლიდან ასწავლის თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 2004 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება არქიტექტურის სპეციალობით; არის არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის კათედრაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ქალაქთმშენებლობითი განვითარების ტენდეციები" და მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის აკადემიური ხარისხი; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და სტატიაბი; არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმის, გამოფენის, ფორუმისა და კონკურსის მონაწილე; 1985 წელს არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და ლაურეატის წოდება მიენიჭა; ავტორია 30-მდე ინდივიდუალური პროექტის, მათ შორის: გაერთიანება "თბილგვირაბმშენის" საერთო საცხოვრებელი, ქ. თბილისში, ყვარლის ქუჩაზე; სასტუმრო "ვერე პალასი", ქ. თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე; საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე; ნავთობკორპორაცია "სოკარის" საოფისე შენობის რეკონსტრუქცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის რეკონსტრუქცია, ქ. ბათუმში; მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის №29 და სხვა; აშშ-ს ქ. ბოსტონის არქიტექტორთა ასოციაციის მიწვევით ინყოფებოდა ჰარვარდისა და სხვა ცნობილ არქიტექტურულ ინსტიტუტებში, სადაც წაიკითხა ლექციები საქართველოს არქიტექტურასა და ხელოვნებაზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.53-54 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |