The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგორი თვალჭრელიძე

გრიგორი თვალჭრელიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ თვალჭრელიძე
სხვა სახელი:გრიშა
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1982  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა ონი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის საინჟინრო - სამშენებლო ტექნიკუმი მშენებელ ინჟინრის სპეციალობით; მოსკოვის ტექნიკური ინსტიტუტი ავტოსაინჟინრო (დაუსწრებელი) ფაკულტეტი 1937 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში და გაწვეულ იქნა სამამულო ომში 1941 წელს; იბრძოდა ომის დასრულებამდე უფროსი ლეიტენანტის წოდებით; მუშაობდა თბილისში, ცეკავშირის ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ პენსიაზე გასვლამდე; აღნიშნული სტრუქტურის ფილიალი ჩამოაყალიბა ქალაქ ახალციხეში. მშენებელ-ინჟინერი, ავტოინჟინერი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
    ქალაქების პრაღის, ვენის, ბუდაპეშტისა და კავკასიის გერმანელ ფაშისტებისაგან განთავისუფლებისთვის

გააზიარე: