The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ფუტკარაძე

თამაზ ფუტკარაძე
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თხილნარის მეურნეობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

განათლების მიმართულება: ჰუმანიტარული, ისტორია.

1992-1993წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის  მასწავლებელი; 1997-1999წწ. -  ამავე უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1993-2006წწ. - ისტორიის კათედრის დოცენტი; 2002-2006წწ. - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კათედრის პროფესორი;  2004-2005წწ. - პრორექტორი სასწავლო მუშაობის დარგში; 2005-2007წწ. - "გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტის" დირექტორი; 2006 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის  დეპარტამენტის პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: მიგრაციული და ეთნიკური პროცესები საქართველოში; თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფისა და კულტურის საკითხები. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური და სამეურნეო-კულტურული პრობლემები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარის მოსახლეობის მიგრაციის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.436; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: