Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტინე ხარშილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზარა, საჩხერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1949 წელს. 1942 წლის 13 აპრილს სტუდენტი ქ. ხარშილაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, ჩარიცხეს 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკში პროჟექტორისტად; მონაწილეობდა მრავალი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის განმათავისუფლებელ ბრძოლებში: დნეპროპეტროვსკის, დნეპროძერჟინსკის, ნიჟნი-დნეპროვსკის, იასინოვატის, ზაპოროჟიეს, ჩაპლინოს და სხვ.; იცავდა მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდს, რომელზეც გადიოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო ლიანდაგი; 1945 წლის მარტში 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკთან ერთად იბრძოდა პოლონეთში, ქ. ბრესლაუს გათავისუფლებისთვის, სადაც ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა; გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ნაწილს და განაგრძო ბრძოლა ქ. ბრესლაუს დაუფლებისთვის; ომის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის საშუალო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად; ძირითადად მაღალ კლასებში მიჰყავდა მათემატიკის სწავლება; მისი ღია გაკვეთილები სანიმუშო და მრავალმხრივ საყურადღებო იყო; ახასიათებდნენ როგორც საგნის ღრმად მცოდნეს, დიდად პასუხისმგებლიანს და სწავლების მოწინავე მეთოდებით აღჭურვილს, რომელიც მოსწავლეებს ასწავლიდა საგანს, ხოლო ახალგაზრდა პედაგოგებს - სწავლების ხერხებსა და მეთოდებს; მიღებული აქვს უმაღლესი მთავარსარდლის - ი. ბ. სტალინის მადლობა ქალაქ ბრესლაუს დაუფლებისათვის ბრძოლებში ბრწყინვალე საბრძოლო მოქმედებებისათვის (7 მაისი, 1945); სიგელი დიდი სამამულო ომის დღეებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისთვის (1945) და სხვა საბძოლო მედლები; უფროსი მასწავლებლის წოდება (1984); 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლას ქრისტინე ხარშილაძის სახელი მიენიჭა. წყარო: "თბილისიდან ბრესლაუმდე" : ნარკვევი ქრისტინე (ნინა) ხარშილაძის საბრძოლო გზისა და საზ. მოღვაწეობის შესახებ / რევაზ მაჭარაშვილი.-თბ.,2012.-239გვ. (dspace.nplg.gov.ge) Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |