The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ახობაძე

გურამ ახობაძე
Date of birth:20 March, 1945  (80 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1972 წელს.

1972 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" №1 არქიტექტურულ სახელოსნოში, არქიტექტორის თანამდებობაზე; 1973 წელს გადაყვანილ იქნა უფროსი არქიტექტორის თანამდებობაზე; 1978 წელს დაინიშნა არქიტექტურული ჯგუფის ხელმძრვანელად; 1981 წელს გადაყვანილ იქნა დისპეჩერიზაციის სექტორის უფროსად; 1994 წელს დაინიშნა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველო "დონატორის" საფინანსო ინსპექციის უფროსად; 2001 წელს გადაყვანილ იქნა შემოქმედებითი სტუდია №13-ის უფროსად, სადაც მუშაობდა 2010 წლამდე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მათ შორის: პროფსასწავლებლის კომპლექსი 720 მოსწავლეზე ქ. თბილისში (ავჭალაში), მილიციის, პროკურატურისა და სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა გლდანის მიკრორაიონში, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა და თითქმის ყველა სასამართლოს შენობა და თითქმის ყველა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია საქართველოს რეგიონებში, ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია; დამუშავებულ იქნა 9 სართულიანი, მსხვილბლოკიანი საცხოვრებელი სახლის ტიპური პროექტი; ასევე, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და შენობების გამაგრების სამუშაოების პროექტები დმანისისა და საჩხერის რაიონებში, ქ. თბილისში და რაჭის რეგიონში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.54-55


Share: