შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბარაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1950 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გაერთიანება "თბილმეტრომშენის" სისტემაში, სადაც იმუშავა 45 წლის განმავლობაში; მუშაობდა ელექტრო-მექანიკოსად, სამმართველოს მთავარ მექანიკოსად, რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად, №32 საგვირაბო რაზმის უფროსად; მისი მონაწილეობით აგებული იქნა ზესტაფონი-ჭითურის 20-მდე სარკინიგზო გვირაბი, შავი ზღვის სანაპირო სარკინიგზო და საგზაო გვირაბები, თბილისის მეტროპოლიტენი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.57 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |