The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1982  (41 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, მინიჭებული კვალიფიკაცია: იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი) 2005 წელს; შემდეგ სწავლობდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
2011-2012წწ. იურიდიული კომპანია "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური"-ს იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი; 2012-2013წწ. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი; 2012-2015წწ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2015 წელს იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2015-2016წწ. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ამავე წლებში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2016 წელს იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2017-2019წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი; 2019-2021წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2021 წლის 1 აპრილს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. მონაწილეობდა ოცამდე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის და კონრად-ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.

წყარო: საქართველოს მთავრობა: gov.ge; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: web.archive.org


გააზიარე: