The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირონ ჩუბინიძე

მირონ ჩუბინიძე
Date of birth:1905
Date of death:1980  (at 75 years)
Category:Public official, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

დაამთავრა თბილისის ს. ა. კამოს სახელობის საფაბრიკო-საქარხნო შეგირდობის სკოლა 1927 წელს.

1927-1930წწ. იყო ალკკ თბილისის რაიონული კომიტეტის მდივანი, შემდგომ საქართველოს ალკკ თბილისის კომიტეტის მდივნი; 1930 წლიდან საქართველოს კპ (ბ) საკონტროლო ცენტრალური კომისიის წევრი; 1931-1933წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სამრეწველო სექტორის გამგე; 1935-1937წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის პოლიტიკური განყოფილების უფროსის თანაშემწე; 1937-1938წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი; 1937-1941წწ. პარტიის ქ. თბილისის ლენინის რაიკომის პირველ მდივნად; 1941-1943წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად ტრანსპორტის დარგში; 1943-1946წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სატრანსპორტო განყოფილების გამგე; 1946-1953წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის მინისტრი; 1953-1959წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი; საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობის დელეგატი (1956); 1959 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ-ს სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; იმავე წელს გავიდა პენსიაში. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის ცნობარი 1898 - 1991წწ.: knowbysight.info

Member of Organizations

  • საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი კპ (ბ), წევრი (1938-1960)
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1953-1959)
  • სსრკ ცენტრალური კომუნისტური პარტია, წევრობის კანდიდატი (1956-1961)

Awards and Honors

  • 1955 - ლენინის ორდენი
    დაბადებიდან ორმოცდაათი წლისთავთან და საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)

Share: