The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომა ცუხიშვილი

რომა ცუხიშვილი
Legal name:რომუალდ ცუხიშვილი
Date of birth:11 December, 1936  (88 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. კიევი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების / კერამიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1966წწ. მუშაობდა სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში, შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად; 1970 წელს დაამთავრა თსსა-იის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად; 1981-1984წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს მივლინებით მუშაობდა მოზამბიკში, სამხატვრო სკოლაში, სადაც დააარსა კერამიკის განყოფილება; 1963 წლიდან ღებულობს მონაწილეობას რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებზე; მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყოფილ იუგოსლავიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და მოზამბიკში; 1984 წლის ოქტომბერში ქ. მაპუტუში და ბეირაში (მოზამბიკი) გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო ფერწერა, კერამიკა და გრაფიკა; 1978 წელს წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის - ტრიპტიქი "ძველი თბილისი", მიღებული აქვს საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი; 1980 წელს საერთაშორისო გამოფენაზე ქ. ვალორისში (ფრანგ. Vallauris), (საფრანგეთი) მიღებული აქვს დიპლომი ნამუშევრისთვის "ვარძია"; 1997 წელს ქ. ანაბერგ-ბუხჰოლცში (გერმ. Annaberg-Buchholz), (გერმანია), კერამიკის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო საპატიო პრიზი; 2004 წელს ქ. თბილისში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საშობაო ფესტივალზე მიიღო პირველი პრემია; მხატვარ-კერამიკოსი, პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში : თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიოგრაფიული ლექსიკონი / ნინო ზაალიშვილის საერთო რედ.. - თბ.,2000.-გვ.540

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1964-)

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: