შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ცაგარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანულ ფილოლოგიის განხრით 2004 წელს; სწავლობდა შედარებით ლიტერატურათმცოდნეობასა და სკანდინავისტიკას ჰამბურგის (2001, 2006), ვენისა (2002, 2009) და სტოკჰოლმის (2005) უნივერსიტეტებში. 2006-2009 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი; 2009 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2010-2011წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; ხანმოკლე კვლევითი მივლინებების ფარგლებში იმყოფებოდა ზაარბრიუკენის (2008), დიუსელდორფის (2010, 2013, 2014, 2016), ბერლინში ჰუმბოლტის (2014, 2017), ვენისა (2009, 2015) და ფრიბურგის (2016) უნივერსიტეტებში; ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (ქ. იენა, გერმანია) ჩატარებული აქვს სემინარი ქართული კულტურის ზოგიერთი ასპექტი და მათი რეპრეზენტაცია ლიტერატურაში, ხოლო 2019 წელს ჰუმბოლტის უნივერსიტეტში - სემინარები გერმანულ-ქართული ინტერკულტურული ლიტერატურის შესახებ; 2016 წლიდან თავმჯდომარეობს გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) ქართულ განყოფილებას; 2016-2018წწ. მონაწილეობს კვლევით პროექტში "ქართველთა კულტურული ნაკვალევი გერმანიაში" (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი); 2017 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2018 წლიდან იმავე ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი. პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "არნო შმიტის გვიანდელი პროზა როგორც მეტაფიქცია" (2008). წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; transcript-verlag.de ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |