Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეა გოგოტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი 1991 წელს; დ. უზნაძის სახელობის თბილისის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტის სპეციალობით 2001 წელს. ფსიქოლოგიის დოქტორი (2006), პროფესორი, ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი (2015), EAP სერტიფიცირებული (2018) გეშტალტ ფსიქოთერაპევტია. იგი ფსიქოთერაპიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების SPR სრული წევრია (2018); დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დააარსა საქართველო - კავკასიაში პირველი "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი" (2011), რომელიც რეგიონული მასშტაბით ერთადერთი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპიის სასწავლო ინსტიტუტია (2019); თეა გოგოტიშვილი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული გეშტალტ ინსტიტუტთა საბჭოს (TIC) აქტიური წევრია (2018); იგი თავმჯდომარეობს EAGT ქოლგა-ორგანიზაციის - საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიული კომპეტენციების კომიტეტს (2020); ხელმძღვანელობს დიმიტრი უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრს (2009) და სრული პროფესორის თანამდებობა უკავია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დაწერილი და გამოცემული აქვს სახელმძღვანელო "გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა" (2018); ისინი ერთად მუშაობენ განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტეგრაციაზე; ევროპელების მოწვევით, სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ ლექციებს, საავტორო ვორქშოფებს და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიღწევები. 2001 წლიდან 2011 წლის 4 ივლისამდე მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში - ნაციონალური მოძრაობის მიერ განწყობის ფსიქოლოგიური სკოლის ფაქტობრივ ლიკვიდაციამდე. არის 4 წიგნის და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული 30-ზე მეტი სტატიის ავტორი. მისი კვლევის სფეროებია: განწყობის ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია; იგი ახორციელებს ფსიქოკონსულტირებას და ფსიქოთერაპიას პირისპირ და ონლაინ, ინდივიდუალურად, ჯგუფებთან, წყვილებთან, ოჯახებთან და ორგანიზაციებთან; მუშაობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |