შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი შენგელაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის ფაკულტეტი 1947 წელს. 1971-1972წწ. მეტროლოგიის ინსტიტუტის ინჟინერი; 1972-1973წწ. თბილისის მეტროპოლიტენის ინჟინერ-მექანიკოსი; 1973-1974წწ. კვების მრეწველობის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1974-1976წწ. თბილისის მეტროპოლიტენის ინჟინერ-მექანიკოსი; 1976-1977წწ. ს. ტონჩის რვაწლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1977-1979წწ. ს. სონდისველის რვაწლიანი სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1979-1989წწ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ექსკურსიამძღოლი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საგამომცემლო განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. ინტელექტუალური ასოციაცია თავისუფალი აზრის პრეზიდენტი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 359 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |