The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბაკაშვილი

ნიკოლოზ ბაკაშვილი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საქობო, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1988 წელს.

1995 წლიდან - შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია", დირექტორი; 1991-1993 წწ. - თბილისის მართვის ინსტიტუტის პრორექტორი; 1993-1995წწ. - კომერციული ბანკი "კვარი", მმართველი; 2001-2003წწ. - სააქციო საზოგადოება "აზოტი", რეაბილიტაციის მმართველი; 2001-2004წწ. - სააქციო საზოგადოება "აისბერგი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2006წწ. - შპს "ფოსტროუზ ჯორჯია", გენერალური დირექტორი; 2006-2011წწ. - შპს "ხაშმი", შპს "ავჭალა", ასოციაცია (კავშირი) "საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი", შპს "თბილისი", შპს "საქენერგო - 2000", გაკოტრების მმართველი; 2007-2010წწ. - შპს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა", მეურვე; 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდია (1997); 1995 წლიდან - სერტიფიცირებული აუდიტორი; 2010 წლიდან - სერტიფიცირებული შემფასებელი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამშენებლო საბაზრო სტრუქტურების ფორმირების კანონზომიერებები გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.518; საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია: gfpaa.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2010-)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2012-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: