Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ბასარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტი 1956 წელს; სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა - 1968 წელს. 1957-1959წწ. - სსრკ სახელმწიფო ბანკის სისტემა; 1959-1966წწ. და 1968-1976წწ. – საქართველოს კპ ცკ-ში საქმეთა მმართველობის ინსტრუქტორ-კონტროლიორი, ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1976-1991წწ. - რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი; 1996-2005წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და დირექტორი; 2005-2019წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი ნაშრომი, 3 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. მისი კვლევის ობიექტია ეკონომიკური თეორიის, გადასახადების, სტატისტიკის თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის პრობლემები. პირველად საქართველოს რეალობაში მან ფართოდ გამოიკვლია საბჭოური ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მონოპოლიზმი, საზოგადოებრივი მენტალიტეტი და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა, მესაკუთრეული პასუხისმგებლობა და სახელმწიფო საკუთრება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ორჯერ იყო არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.518-519; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sou.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |