The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ აბრამიშვილი

მიხეილ აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 2019  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოეტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1949 წელს; ასპირანტურა კონტინენტალური მეხილეობის სპეციალობით. 

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაინიᲨნა თბილისის ტექნიკური კულტურების სამმართველოს უფროსად; რამდენიმე წელი მსახურობდა ცხინვალის სოფლის მეურნეობის საოლქო სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო პროპაგანდის სამმართველოს უფროსად; შემდგომ დაინიᲨნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და პროპაგანდის მთავარი სამმართველოს წამყვან სპეციალისტად; მუშაობდა აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტᲨი სამეცნიერო სექტორის უფროსად 5 წლის განმავლობაᲨი, საიდანაც გადაიყვანეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელად; 1974-1982წწ. ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განყოფილებას საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში; 1982-1988წწ. სოფლის მეურნეობის აკადემიის მარკეტინგისა და სამეცნიერო-კვლევით დამუშავებათა კომერციალიზაციის განყოფილებას; იყო საკავშირო მნიშვნელობის მედალოსანი, ვეტერანი; საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის გამოფენის ხელმძღვანელობის მიერ დაჯილდოვებულია ორი სამკერდე მედლით; ასევე სამკერდე მედლით - საკავშირო სოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებისთვის; გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებანი; იყო აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" და მისი დამატებითი გვერდის "მაცნეს" წევრი, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1977-2014 წლებᲨი გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსების 5 კრებული; ხᲨირად იწვევდნენ სამაუწყებლო რადიოსა და ტელევიზიაᲨი სასოფლო-სამეურნეო თემებზე სასაუბროდ. დიდი ღვაწლი მიუძღვის სოფლის მეურნეობის განვითარებაᲨი. 

სადისერტაციო თემა - "ხეხილოვანი კულტურების მოშენება საქართველოს სუბტროპიკული კლიმატის პირობებში".

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: