შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. პროფესიით მშენებელი–ინჟინერი იყო; წერა გვიან დაიწყო; მუშაობდა მთარგმნელობით კოლეგიაში; 1980 წლიდან მონაწილეობდა მრავალ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ აქციაში; პოეზიაში ქართველ 90-იანელთა ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, "ხორცის მუზის" ავტორი ბადრი გუგუშვილი სიცოცხლის ბოლომდე ხატავდა და თავის პოეტურ კრებულებსაც გრაფიკულად თავად აფორმებდა; იყო ჟურნალ – "იახსარის" დამფუძნებელი; 1990-1993 წლებში მან გამოსცა ხუთი წიგნი, ბეჭდავდა ლექსებს ჟურნალებში და მონაწილეობდა ვიდეოგამოცემებში: "პოლილოგი", "დათო ბარბაქაძის ჟურნალი"; პირველად "ხორცის დედოფალი" 1993 წელს დაიბეჭდა; 2013 წელს თბილისში ისევ გამოიცა მისი ლექსების წიგნი – "ხორცის დედოფალი"; სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაატარა სოფელ დიღომში საკუთარ აგარაკზე. წყარო: ლიტერატურული პორტალი: literature.iliauni.edu.ge; ლიტერატურული ფორუმი "არმური": armuri.georgianforum.com; ketevanjervalidze.wordpress.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 101 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |