The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუნუს-აღა ბოლქვაძე

იუნუს-აღა ბოლქვაძე
სხვა სახელი:იუნუს ბოლქვაძე
იუნუს აღა ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან აღა ბოლქვაძე-არფემინოღლი მეთაურობდა. აჯანყების ჩასახშობად შინაგანი ჯარის თანხლებით, ხულოში ჩავიდა ლავრენტი ბერია. აჯანყებულებმა სოფელ სხალთაში გადაინაცვლეს. მათთან მოსალაპარაკებლად ლავრენტი ბერიამ მუნიციპალიტეტში დიდი ავტორიტეტის მქონე ძმები იუნუს-აღა ბოლქვაძე და აღალი-აღა ბოლქვაძე გაგზავნა, თუმცა უშედეგოდ, აჯანყებულებმა თან გაიყოლეს იუნუსი და აღალი ბოლქვაძეები და დროებით თურქეთს შეაფარეს თავი. მთავრობამ სისხლში ჩაახშო ამბოხი. აჯანყებულები სიტუაციის დამშვიდების შემდეგ უკან დაბრუნდნენ, მთავრობამ მათ აჯანყებულების მხარდაჭერა არ აპატია და მოგვიანებით სამივე ძმა - აღალი-აღა ბოლქვაძე (სოლოვკის კუნძულებზე), იუნუს-აღა ბოლქვაძე (შუა აზიაში) და დურსუნ-აღა ბოლქვაძე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1916 წელს გაზეთ "საქართველოში" აპოლონ წულაძე იხსენებს იუნუს-აღასთან შეხვედრის დეტალებს და ახასიათებს მას: "ჩემი მეგობარი ახალგაზრდა გახლავს, დიდაჭარის მამასახლისი (სამმართველო ხულოშია) იუნუს-აღა ბოლქვაძე. მაისში მე ის უკვე არჩეული, მაგრამ დაუმტკიცებელი დავტოვე. მე მას ხუთი წელიწადია ვიცნობ, გურიის ხშირი სტუმარი და სიძეა, ქართველ ქრისტიანების დიდი მეგობარი. მამასახლისობას ჩვენის რჩევით დათანხმდა და დაგვპირდა, რასაც მირჩევთ დავიჯერებთო. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ყოჩაღადაც იქცევა: სკოლების გახსნას, გზების გაკეთებას, გაზეთების გავრცელებას და ასეთ კულტურულ საქმეებს ხელს უწყობს (როგორც გადმომცეს)". სოფელ დიდაჭარის მამასახლისი, 1929 წლის ზემო აჭარის გლეხთა აჯანყების მონაწილე, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

წყარო: ქართველი მეამბოხეები: ka.погода-синоптик.pp.ua


გააზიარე: