Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა შავაძე![]()
Biographyდაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1959 წელს; ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1978 წელს. ზღვაში შრომითი საქმიანობა 1960 წელს დაიწყო ოდესის შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე; თავდაპირველად მატროსად ცურავდა ტანკერებზე: «СУХОНА», «СВОБОДА» და «ДАУГАВА», 1962 წლიდან კი უკვე შორეული ნაოსნობის შტურმანად, კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწის პოზიციებზე საქმიანობდა ამავე სანაოსნოს გემებზე: «СУМЫ», «СКАДОВСК», «УЖГОРОД», «БУГУЛЬМА», სამგზავრო ლაინერებზე «ПЕТР ВЕЛИКИЙ» და «КОЛХИДА»; 1967 წელს ზღვაოსანი სამშობლოში ბრუნდება და ჯერ კაპიტნის მეორე, 1968 წლიდან კი უკვე კაპიტნის უფროს თანაშემწედ საქმიანობას ბათუმში ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძობს; ცურავდა ტანკერებზე: «ПОТИ», «КЛАЙПЕДА», «АЛАГИР», «АКТАУ», «ТБИЛИСИ», «ВАСИЛИЙ КИКВИДЗЕ», 1978 წელს და მალე შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს; 1979 წლიდან გარდაცვალებამდე კაპიტანი შ. შავაძე სხვადასხვა დროს მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერების: «ЭВЕНСК»-ის, «АДИГЕНИ»-ს, «АСПИНДЗА»-ს, «АХАЛЦИХЕ»-ს, «ВЕЛИКИЙ ОКТЯБРЬ»-ის, «ФОРЕ МОСУЛИШВИЛИ»-ს, «АКТАУ»-ს, «НАТО ВАЧНАДЗЕ»-ს, «ВАСИЛИЙ КИКВИДЗЕ»-სა და სხვათა ეკიპაჟებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |