The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ გელაშვილი

სიმონ გელაშვილი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იკოთი, ახალგორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით სტატისტიკა 1977 წელს.

1977-1984წწ. - საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო (ეკონომისტი, უფროსი ეკონომისტი, წამყვანი ეკონომისტი); 1984-1988წწ. - საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო, განყოფილების უფროსი; 1988-1991წწ. - საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი, სამმართველოს უფროსი; 1991-1996წწ. - საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი, თავმჯდომარის ეკონომიკური მრჩეველი; 1999-2001წწ. - საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სამეცნიერო-ინფორმაციული ცენტრის დირექტორი; 2000-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი; 2001-2005წწ. - სსიპ საქართველოს სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2005-2012წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 2006 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი. სულ გამოქვეყნებული აქვს 110 სამეცნიერო შრომა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საბაზრო პროცესების სტატისტიკური პროგნოზების მეთოდოლოგია", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.521-522; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოება (გერმანია), წევრი (2007-)
  • საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტი (ჰოლანდია) , წევრი (1997-)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2017-)
  • საქართველოს სტატისტიკოსთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი (2011-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2002 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: