შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანსუყი ბასილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს დასწრებული სამშენებლო ფაკულტეტი ქ. ქუთაისში, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის №9 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1973 წელს დაინიშნა №4 სამშენებლო ტრესტის მთავარ დისპეტჩერად; 1975 წლიდან იყო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი; 1981-1993წწ. დაინიშნა ტრესტის მმართველის მოადგილედ, კადრებისა და ყოფაცხოვრების დარგში; 1991-1993წწ. აქტიურად მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული ონის რაიონის საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; 1993-2008წწ. ქ. მოსკოვის მერიის მიწვევით მუშაობდა ქალაქის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე; სამშენებლო ორგანიზაციამ, შპს "მინსკაია-2", სადაც იგი მუშაობდა, ააშენა 18-მდე საცხოვრებელი კომპლექსი; მათ შორის აღსანიშნავია საცხოვრებელი კომპლექსები "ოქროს გასაღები" და "ოქროს სასახლე"; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2009 წლიდან მუშაობს კომპანიებში "ბკ კაპიტალი" და "ბკ კონსტრაქშენი"; 2013-2017წწ. მუშაობდა "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის" სახელობის ტაძრის მშენებლობაზე; სამშენებლო პროცესის პარალელურად, ზემოაღნიშნულ კომპანიებში ხელმძღვანელობს კადრებისა და ყოფაცხოვრების საკითხებს; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.59-60 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |