The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე
Date of birth:16 February, 1955  (70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1981 წელს.

1981-1983წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენი"-ს ინჟინრად; 1983-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს სისტემაში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1988-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №54 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1993-1996წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, სამშენებლო ფირმა "ნანა"-ს დირექტორად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით აშენებულ იქნა მრავალი საქალაქო ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი; მათ შორის: სასტუმრო "სიმპათიას" შენობა, სამედიცინო ცენტრი "ულტრამედი", საცხოვრებელი კომპლექსი ნოვოსლობოდსკაიას ქუჩაზე ქ. მოსკოვში, ასევე რუსულ-გერმანული ერთობლივი საწარმოს საოფისე შენობა და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

 წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.61-62

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: