Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურთაზ ბაღდავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ვანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. 1975-1979წწ. მუშაობდა ქ. ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროთა სამმართველოს სამთო-მაშველი რაზმის ოცეულის მეთაურად; 1979-1982წწ. მუშაობდა ქ. თბილისის გლდანის რაისაბჭოს აღმასკომის ტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრად; 1982-1985წწ. მუშაობდა ქ. თბილისის 26 კომისრების სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტში, ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1985-1993წწ. იყო ქ. თბილისის საქარხნო რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, ტრესტის მმარტველის მოადგილე; 1993-1998წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სამგორის რაისაბჭოს აღმასკომის ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1998-2009წწ. იყო ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შპს "№10 სერვისული მომსახურების ცენტრი"-ს დირექტორი; 2009-2015წწ. მუშაობდა ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის - ლილოს უბნის მთავარ სპეციალისტად; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი წვლილი მსხვილპანელოვანი საცხოვრებელი სახლების პანელების შეერთების ადგილებში წყლისა და ნესტის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების საქმეში; სწორედ მისი მუშაობის პერიოდში, საპროექტო ინსტიტუტების: "თბილქალაქპროექტის", "თბილზნიეპისა" და "ლენინგრადპროექტის" რეკომენდაციების შესაბამისად, ქ. თბილისის "მეტრომშენის", ვაზისუბნის, მესამე მასივისა და ვარკეთილის დასახლებაში, ასობით საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა პანელებს შორის შეერთების ადგილების სპეციალური ხსნარით დამუშავება-იზოლაცია, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო, ამ მეტად სერიოზული საექსპლუატაციო ხარვეზის აღმოფხვრის საქმეში; აღნიშნული მეთოდი შემდგომ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებშიც დაინერგა; ასევე მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ჩაუტარდა ფუძე-საძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი სამუშაოები ისნისა და სამგორის რაიონის ათობით საცხოვრებელ სახლს; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.62-63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |