The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გაგუა

გიორგი გაგუა
Date of birth:12 July, 1961  (63 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს.

1983 წლიდან მუშაობდა მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საღამოს საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად; მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საღამოს სკოლის დირექტორი (1985); 1986-1987წწ. მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1987-1990წწ. მცხეთის რაიონის სოფელ ლისის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი; 1990-1993წწ. ქ. თბილისის 106-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1993 წლიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. მათ შორის შპს "ლილო მოლი", "კალასი", "ჯორჯია ჩერამიკე არტისტიკე", "სევსამორა", "სევსამორა ვინერი" და ა.შ. 2003 წელს ილია მართლის სახელობის ტაძრის ქტიტორებთან (საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი) გ. ანღღულაძესთან, გ. გავაშელთან, ვ. უსანეთაშვილთან, ი. შონიასა და "ილიას ფონდთან" ერთად დაარსა ყოველწლიური პრემია "საგურამო" და ილიას მედალი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახალხო განათლების საკითხები ჟურნალ მოგზაურის ფურცლებზე", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.8

Awards and Honors

  • პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება

Share: