Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბაქოში, სწავლობდა ბაქოს კერძო სასწავლებელში, წმინდა ნინოს გიმნაზიაში. რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, შემდეგ თბილისში. თბილისში სწავლა განაგრძო ქალთა მეორე გიმნაზიაში. 1923-1927 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. იყო დასავლეთ ევროპის ისტორიის კათედრის ასისტენტი. 1927 წელს ვერა ასათიანი დააპატიმრეს, მას ბრალად ედებოდა საქართველოში ახალგაზრდა მარქსისტების ჯგუფის ხელმძღვანელობა. ჯერ "ჩეკა"-ში იყო, შემდეგ მეტეხის ციხეში გადაიყვანეს და სამი წლით გადასახლება მიუსაჯეს ქ. იოშკარ-ოლაში (ახლანდელი მარიის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი). სამი წლის შემდეგ უფლება მისცეს ეცხოვრა სხვადასხვა ქალაქებში - ამიერკავკასიის, მოსკოვის და ლენინგრადის გარდა. ვერა ასათიანმა აირჩია ქ. ვორონეჟი, გადასახლებაში ყოფნისას მან შეისწავლა ბუღალტერია და მუშაობა დაიწყო მშენებარე კაუჩუკის ქარხანაში. იგი მალე დააწინაურეს მთავარი ბუღალტერის მოადგილედ. 1933 წელს, განთავისუფლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო ცეკავშირის სისტემაში ეკონომისტად, ჯერ ბორჯომში, შემდეგ ზესტაფონში უფროს ეკონომისტ-მგეგმავად, ბოლოს ამბროლაურში. 1936 წელს მასიური დაპატიმრებების დროს, ამბროლაურში დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. არაოფიციალური ცნობებით "ჩეკა"-ში მიყვანიდან ერთი თვის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, თუმცა რაიმე ახალი ბრალდება არ წაუყენებიათ. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი. წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |