შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო მანველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დანდალო, ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარის არ. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1976წწ. - საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1981წწ. - ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ეკონომიკური დისციპლინების მასწავლებელი; 1981-1986წწ. - სუბტროპიკული კულტურების გადამამუშავებელი და შემნახველი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი, ეკონომიკური კვლევის განყოფილების გამგე; 1986-1991წწ. - საქართველოს კომუნისტური პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, ეკონომიკური კვლევის განყოფილება, ეკონომიკური კვლევის განყოფილების გამგე; 1991-1993წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი ექსპერტი, ეკონომიკური რეფორმის განყოფილება, ეკონომიკური რეფორმის განყოფილების გამგე; 1993-1996წწ. - ქედის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1996–2001წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, უზენაესი საბჭოს წევრი, აგრარული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 1999-2006წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრა, პროფესორი; 2006-2009წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2013წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2013 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალის კვლავწარმოების პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები საბაზრო ურთიერთობის პირობებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მაგალითზე)", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.529-530; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.513-514 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |