Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გავვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური ფაკულტეტი მექანიკოს-უნივერსალის სპეციალობით 1967 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა სასწავლებელი (ОИИМФ) 1974 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდგომ ზღვაში საქმიანობა ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთ პირველ გემზე, ტანკერ «Алагир»-ზე მოტორისტად დაიწყო; მოგვიანებით კი «Изяслав»-სა და «Дрогобыч»-ზეც ცურავდა; 1968-1977 წლებში მეოთხე, მესამე და მეორე მექანიკოსად ცურავდა ტანკერებზე: «Алагир»-ი, «Память 26 Комиссаров» და «Самтредиа», 1977 წელს კი ტანკერ «Ахалцихе»-ს უფროს მექანიკოსად დაინიშნა, რომელსაც იმ დროს ცნობილი კაპიტანი შოთა შინდაგორიძე მეთაურობდა; ინჟინერ-მექანიკოსი მომდევნო წლებში არაერთ გემზე ასრულებდა უფროსი მექანიკოსის მოვალეობებს, მათ შორის იყო ტანკერები: «Анаклия», «Адигени», «Аспиндза», «Анапа», «Дрогобыч»-ი და მადანმზიდი «Нико Николадзе»; გემებზე საქმიანობის პარალელურად 1985 წელს ოდესაში ინგლისური ენის სწავლების სამწლიანი საგანგებო კურსებიც დაამთავრა და იმავე წელს ხორვატიის პორტ სპლიტში იმ დროს ცნობილ კაპიტან გივი ჩოლარიას მეთაურობით საქართველოს სანაოსნოსათვის ახლად აგებული ტანკერი «Давид Бакрадзе» მიიღო, ჩაიბარა და გაუშვა ექსპლუატაციაში, სწორედ ამ გემზე ცურავდა იგი მომდევნო წლებში უფროს მექანიკოსად. 1988 წლიდან საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, სანაოსნოს ადმინისტრაციაში ჯერ მექანიკოს-დამრიგებლად, 1993-2000 წლებში კი სუპერინტენდანტის მოვალეობებს ასრულებდა, ერთხანს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორადაც მუშაობდა; 2016 წლამდე იგი ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრი"-ს პედაგოგ-ინსტრუქტორადაც საქმიანობდა; 2016 წლის თებერვლიდან დღემდე დასაქმებულია უცხოურ საზღვაო კომპანიაში და ვენესუელის საზღვაო რეგისტრის სიურვეიერული დეპარტამენტის მენეჯმენტითაა დაკავებული. შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |