The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ბახტაძე

ამირან ბახტაძე
Date of birth:13 September, 1941
Date of death:1999  (at 57 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1966-1975წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს №2 საგზაო სამშენებლო-სარემონტო ტრესტის სამტრედიის სამშენებლო სამმართველოში, რკინიგზის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1980წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტის სამტრედიის სამშენებლო-სარემონტო სამართველოს მთავარ ინჟინრად; 1980-1982წწ. იყო სამტრედიის რაიონის კომუნალური მეურნეობის საწარმოთა კომბინატის უფროსი; 1982-1987წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" სამტრედიის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის თავმჯდომარე; 1987-1991წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამტრედიის რაიონის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 1992-1000წწ. გადაყვანილ იქნა ქ. სამტრედიის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემის, მრავალი სამოქალაქო, სამრეწველო და საგზაო დანიშნულების ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, მათ შორის: სარკინიგზო ხაზების გვირაბებისა და ხიდების, აფხაზეთში - ქ. გალისა და ქ. ოჩამჩირის სკოლების; ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და კომუნალური მეურნეობის მთელი რიგი ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია; ქ. ლანჩხუთის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.64


Share: