Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბეკურიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა ქ. ბელგოროდის ი.გრიშმანოვის სახელობის სამშენებლო მასალების ტექნოლოგიური ინსტიტუტის სილიკატური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია 1989 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შემდეგ მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-კვლავით ლაბორატორიაში სამეურნეო თემაზე, რომელიც ეხებოდა ქ. ზესტაფონის მახლობლად კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილების საწარმოს მშემებლობას კონვიერული ტექნოლოგიით, ერტი მილიონი კვ. მეტრი ფილის გამოშვების სიმძლავრით; 1990-1999წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენი"-ს სასაქონლო ბეტონის კვანძის ტექნოლოგად, უფროს ტექნოლოგად, ბეტანის კვანძის უფროსის მოადგილედ; 2000-2005წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას სამშენებლო სფეროში; 2005-2006წწ. მუშაობდა სააქციო საზოგადოება "რუსთავის მეტალურგიული კომბინატი"-ს მილსაგლინავი საამქროს ცივად გლინვის უბნისგან №6 ოპერატორად; 2006-2008წწ. იყო ს.ს. "ენერჯიინვესტი"-ს (აზოტის საწარმო) საპროექტო-საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინერ-ტექნოლოგი; 2008-2012წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის ბეტონის მოსაპირკეთებელი ქვების საწარმოს უფროსად; 2013-2016წწ. იყო სამშენებლო კომპანია "მიქსორი"-ს ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, ლაბორატორიის უფროსი, მთავარი ტექნოლოგი; 2013-2015წწ. მიწვეული სპეციალისტის სტატუსით მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ბესკოში" და შპს "ჯიბისი"-ში; 2015-2017წწ. იყო სამშენებლო კომპანია "ლაფარჟი"-ს ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2017 წლიდან დეველოპერული კომპანია "ვენა დეველოპმენტ ალიანსი"-ს კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელია; 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 2020 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს სტანდარტებისა და მომატებული საფრთხეების შემცველი ობიექტების" ტექნიკური კომიტეტის (ტკ -5) წევრია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა და დაპროექტებული სხვადასხვა კლასის ბეტონის ნარევების შემადგენლობები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მონოლითური მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით გამოკვლეულია და შემოწმებულ იქნა მრავალი მშენებარე ობიექტები საქართველოს მასშტაბით; მრავალწლიანი შრომითი და სამეცნიერო საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.65-66 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |