Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შრომითი საქმიანობა დაიწყო, სახელმწიფო კომისიის განაწილების შესაბამისად, ქ. ჟდანოვის (ამჟამად ქ. მარიუპოლი) ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1958 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "საქსახსოფლპროექტი" -ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1966 წელს სამუშაოდ გადავიდა საკავშირო საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის "ორგენერგომშენი"-ს თბილისის ფილიალში, არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა სამრეწველო-სამანქანათმშენებლო გაერთიანება "ურალმაში"-ს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ობიექტები; დამუშავდა მთელი რიგი ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისთვის და ენგურის ჰესების კასკადის საცხოვრებელი კომპლექსისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.66
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |