The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიქტორ ებანოიძე

სხვა სახელი:ებანოიძე ვიქტორ
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

ხალხური სიტყვიერების შემკრები; შეკრიბა ლეგენდა დავით აღმაშენებელზე, ანდაზები, გამოცანები. მის მიერ შეკრებილი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში "აკაკის კრებული" და გაზეთ "მოგზაურში". "ნაკვესი" (აკაკი წერეთელზე. დაბალ ხალხში გაგონილი და ჩაწერილი ბ. ებანოიძის მიერ, "მოგზაური" 1901 წელი №8-9, გვ.903); "ამპარტავანი წაბლი" (არაკი ჩაწერილი ბ. ებანოიძის მიერ, "მოგზაური", 1901 წელი, №8-9, გვ.903); "ლეგენდა დავით აღმაშენებელზე" (ნაამბობი სოფელ საქარის მცხოვრებ სინო გ-ძისგან და ჩაწერილი ვიქ. ებანოიძისგან, "აკაკის კრებული", 1897 წელი, №1, განყ.III, გვ.28-29); "გამოცანები" (სოფელ აჭარაში (შორაპნის მაზრა) გაგონილი და ჩაწერილი ვიქ. ებანოიძისგან, "აკაკის კრებული", 1897 წელი, №1, განყ.III, გვ.3); "არაკი" (სოფელ აჭარაში (შორაპნის მაზრა) გაგონილი და ჩაწერილი ვიქ. ებანოიძისგან, "აკაკის კრებული", 1897 წელი, №1, განყ.III, გვ.3); "ანდაზები" (სოფელ აჭარაში (შორაპნის მაზრა) გაგონილი და ჩაწერილი ვიქ. ებანოიძისგან, "აკაკის კრებული", 1897 წელი, №1, განყ.III, გვ.31-32) და სხვ.

 წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.6


გააზიარე: