Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ სულაბერიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით 1974 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1982 წელს. 1974-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1976-1978წწ. - საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, უმცროს მეცნიერ-მუშაკი; 1978-198 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყოფილება, უმცროსი, შემდეგ უფროს მეცნიერ-მუშაკი; 1986-1990წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტთან არსებულ სოციოლოგიისა და დემოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერული მუშაობის დარგში; 1991-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მეცნიერული მუშაობის დარგში; 2006-2010წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2010 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მეცნიერული მოღვაწეობის სფერო: დემოგრაფია, დემოგრაფიკსი, ოჯახის სოციოლოგია, სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა, მიგრაცია. ეკონომისტი, დემოგრაფი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003). სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს დემოგრაფიული განვითარება და სოციალურ-დემოგრაფიული პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.534-535; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |