The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია წულუკიძე

ილია წულუკიძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1950
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 2022  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით 1974 წელს; ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა 1987 წელს და მიიღო უმაღლესი პარტიულ-პოლიტიკური განათლება; 1996 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით.

1974-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში; 1975-1977 წლებში მუშაობდა ბათუმის №44 სამშენებლო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ტექნიკური ხაზვის მასწავლებლად; 1977-1991 წლებში იმყოფებოდა კომკავშირულ, პარტიულ და საბჭოთა ორგანოების სამსახურში; 1991-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე; 1997-1998 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1998-1999 და 2001-2003 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი; 2000-2001 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარედ, ქ. ბათუმის ვიცე-მერად და მერის მოვალეობის შემსრულებლად; 2004 წლის 10 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ კანონის დარღვევით იქნა მიჩნეული ბრალდებულად და წინასწარ პატიმრობაში იქნა აყვანილი; 2004 წლის 4 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმისა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შედეგად განთავისუფლდა პატიმრობიდან. 2004 წლიდან, როგორც  სერტიფიცირებული პედაგოგი ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას. საქართველოს უშიშროების მინისტრის ბრძნებით დაჯილდოებულია სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით (1994), საქართველოს შსს უწყებრივი ჯილდოთი (2001), აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელით (2001), სომხეთის რესპუბლიკის გრიგორ ნარეკაცის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სამეცნიერო ხარისხით (2001), საქართველოს შსს დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდებით (2002), უკრაინის შსს უწყებრივი ჯილდოთი (2003). საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის საპატიო პროფესორი (2003).

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოება, თავმჯდომარე (2019-2021)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
    განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების წინაშე
  • 2000 - ღირსების ორდენი
    სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის

გააზიარე: