The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ღლონტი

ვლადიმერ ღლონტი
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით 1996 წელს, ხოლო 2001 წელს - ფინაბსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1996 -2001წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და  ინფორმატიკის  კათედრის ინჟინერ-პროგრამისტი, თეორიული ფიზიკის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1997-2004წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე;  2001-2004წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი და კონსტიტუციურ საკითხთა, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2004 წელს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის ცენტრთან არსებული მეთოდური საბჭოს ხელმძღვანელი; 2001-2006წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ  მეცნიერებათა დეპარტამენტის დოცენტი; 2006- 2009წწ. - ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012-2013წწ. - სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2013-2014წწ. - ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2014 წელს - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2014-2021წწ. - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; 2009 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2018-2021წწ. - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; 2021 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2023 წლიდან ასევე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე; მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ფინანსებს, ფულის მიმოქცევას, კრედიტსა და რეგიონულ ფინანსებს; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, რომლებიც ინდექსირებულია WoS და Scopus მეტრიკულ ბაზებში; მისი კვლევები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონული ეკონომიკის განვითარება, ბიზნეს მოდელების ტრანსფორმაცია, რისკების მართვა და ფინანსური პოლიტიკა; არის სამი მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი: "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა: თანამედროვე გამოწვევები" (2012), "რეგიონი: ანალიზი, შეფასება, პერსპექტივები" (2007) და "Переходный период: социально-экономические проблемы регионального развития" (2003); აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და ჩართულია სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საგრანტო პროექტებში, მათ შორის Erasmus+ პროგრამის პროექტებში, როგორიცაა "Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia" და "Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities"; 1998-2000 და 2005-2007 წლებში დაჯილდოებული იყო საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიით ახალგაზრდა მეცნიერთათვის; ევროპის სამეცნიერო-სამრეწველო კონსორციუმის ორდენით "შრომითა და ცოდნით" (2013). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1998)ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-ეკონომიკური განვითარება", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.536; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: