შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხულო, ხულოს მუნიციპალიტეტი. 2007-2012 წწ. თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩანაკკალეს 18 მარტის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, განათლების და მეცნიერების ფაკულტეტი, იაპონური ენის მასწავლებლობის წოდება; 2016–2018 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი, ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ნაშრომი : "ენა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი დიპლომატიურ დისკურში და თარგმანის თავისებურებანი"); 2020 წ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა (მეორე კურსი - ლინგვისტიკა დიპლომატიურ დისკურსში). სამუშაო გამოცდილება: 2009-2011 წწ. თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩანაკკალეს 18 მარტის უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა ასოციაციის თავჯდომარე; 2012-2014 წწ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახური (წამყვანი სპეციალისტი); 2014 წწ. კომპანია "ბუგატო ინშაათ მადენჯილიქ სანაი ვე თიჯარეთ"-ის საქართველოს ფილიალის თარჯიმანი; 2015 წ. კომპანია "ავჯი" (შესყიდვების მენეჯერი); 2016 წ. კომპანია "ავჯი" (მენეჯერი); 2017 წ. კომპანია "ავჯი" (მრჩეველი); 2018 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის იაპონური ენის ლექტორი; 2019 წლიდან აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი და ასსპ–სთან არსებული აჭარის ა/რ ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის დავჯდომარე; 2019 წლიდან კომპანია "ავჯი" (მრჩეველი); 2020 წლიდან აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში; ტრენინგები 2007-2008 წწ. თურქული ენის კურსი, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩანაკკალეს 18 მარტის უნივერსიტეტში; 2009 წ. kai-ის იაპონური ენის სკოლა, იაპონიის ქალაქ ტოკიოში. საზაფხულო ინტენისური პროგრამა. (Grammar and Conversation 5 Course) სერტიფიკატი; 2009 წ. kai-ის გენერალური იაპონური ენის სკოლა, იაპონიის ქალაქ ტოკიოში, (Intermediate 1 level) სერტიფიკატი; 2010 წ. kai-ის იაპონური ენის სკოლა, J.L.P.T.N1 იაპონიის ქალაქ ტოკიოში, საზაფხულო ინტენისური პროგრამა. (უმაღლესი დონე ) სერტიფიკატი; 2011-2012 წწ. ენათმეცნიერების YDS - ს აკადემია, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩანაკკალეში ( Elementary/a2) სერტიფიკატი; 2012 წ. shprahcafe-ს ინგლისური ენის კურსი მალტაში (Intermediate Learners) სერტიფიკატი; 2016 წ. თურქეთის საკონსულოსთან არსებული ენის შემსწავლელი კურსი (უმაღლესი) სერთიფიკატი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |