შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ელისაბედაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო ბაღის პედაგოგად, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1936 წელს, აქვეყნებდა მოთხრობებს ჟურნალ-გაზეთებში; მისი საბავშვო მოთხრობები ცალკე წიგნადაც ("დოლის პური") გამოიცა. ქეთევან ელისაბედაშვილს ეკუთვნის ბალეტ "მახარეს" ლიბრეტო. დაწერა მოთხრობა "ყრმობა" სოსო ჯუღაშვილზე (სტალინი), წიგნი გამოსცა "საბჭოთა მწერალმა" 1947 წელს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.48; ქეთევან ელისაბედაშვილი : მწერალი. 1911-1989. ნეკროლოგი // თბილისი. - თბ., 1989. - 26 დეკემბერი. - გვ.6 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |