The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან ცარციძე

მურმან ცარციძე
Date of birth:23 February, 1965  (60 years)
Category:Economist, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი სპეციალობით, მანქანათმშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1989 წელს. 

1989-1990წწ. - შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1990 წელს - ამავე ინსტიტუტის ეკონომისტი; 1990-1991წწ. - II კატეგორიის ეკონომისტი; 1991-1992წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წელს - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1996წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამრეწველო საწარმოს ეკონომიკისა და მართვის კათედრის დოცენტი; 1996-1999წწ. - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტი, მოწვეული პედაგოგი; 1999-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამრეწველო საწარმოს ეკონომიკისა და მართვის კათედრის დოცენტი; 2004 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მეწარმეობის ეკონომიკის კათედრის პროფესორი; 2006-2008წწ. - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი; 2007-2008წწ. - საკადრო და საფინანსო-ეკონომიკური კონსულტანტი; 2008-2009წწ. - საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2009 წლიდან - საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი; 2009-2010წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული დოქტორი; 2010-2019წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან - ასოცირებული პროფესორი საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტი. 95 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "შრომის ბაზრის ფორმირება და სამუშაო ძალის კვლავწარმოება საქართველოში".

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.538-539; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • მკვლევარეთა და მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, წევრი

Bibliography


Share: