Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ბეროშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1979 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც ხელმძღვანელობდა სამშენებლო ქვედანაყოფს, ოფიცრის რანგში; 1982 წლიდან იყო პარტიულ სამუშაოზე; მუშაობდა საქართველოს კპ ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილებაში ინსტრუქტორად და კურირებდა მშენებლობის სფეროს; რაიონული კომიტეტის რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს №4 სამშენებლო კომბინატის მთავარ ინჟინრად; 2000 წლიდან მუშაობდა სპს "იმკ 91"-ში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით განხორციელებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. თბილისის საცხოვრებელ მიკრორაიონებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში და ქავთარაძის ქუჩაზე; ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი"-ს სტუდიის მშენებლობა დ. აღმაშენებლის გამზირზე ქ. თბილისში და ამავე კომპანიის სარელეო ანძების მშენებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.69
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |