Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა ქრისტესიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაცია 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციალიზაციის ფაკულტეტი და მიენიჭა სამრეწველო საქონელმცოდნე-კომერსანტის კვალიფიკაცია 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი 2013 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში, მშენებელი ინჟინრის თანამდებობაზე; 2012-2016 წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უფროს მასწავლებლად; 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის: 1 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოსი. მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისთვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები. Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |