Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ღვინჯილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალ ხიბულა, ხობის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, მიენიჭა ფილოლოგ-კავკასიოლოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია 1972 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ასპირანტურის სრული კურსი 1975 წელს; 1973-1975 წლებში (ასპირანტურის პარალელურად) სწავლობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე; 1982-1987წწ. სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში (ფრანგული ენის სპეციალობით).
1972 წელს დაინიშნა ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, საიდანაც მალევე გათავისუფლდა დასწრებულ ასპირანტურაში ჩარიცხვის გამო; 1977 წელს დაინიშნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1978 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი საკვალიფიკაციო მონოგრაფია - "არსებით სახელთა მრავლობითი წარმოება დარგუულსა და ლაკურში"; 1979 წელს დაიცვა დისერტაცია; 1979-1992წწ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი; 1979-1982წწ. საქტელერადიოკომიტეტი - მიჰყავდა ყოველთვიური გადაცემა "რა ენა წახდეს"; 1976 წელს დაარსა ფოლკლორული ანსამბლი "ფაზისი", 1987 წელს - "ოროველა", 2002 წელს - "იმედი"; მისი პროექტების საფუძველზე ეწოდა საქართველოს ეროვნულ ვალუტას - "ლარი", ხოლო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს - "ერისიონი"; გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 200-ზე მეტი პუბლიკაციური სტატია; სხვადასხვა ტელეარხების არქივებში დაცულია 100-ზე მეტი სატელევიზიო გამოსვლა და გადაცემა; მარტო ტელეკომპანია "ობიექტივის" არქივში ინახება 41 გამოსვლის ჩანაწერი ბოლო რამდენიმე წლისა, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის; პერიოდულად კითხულობს საჯარო ლექციებს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის; 2013 წელს იყო ლიტერატურულ კონკურს "ლექსების გამოფენის" (ბათუმი) ჟიურის წევრი; გამომცემლობა "სეზანის" დიდი პროექტის "ჩვენ და ვეფხისტყაოსნის" (გამოიცა "ხუთწიგნეული", რომელშიც შედის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული ბოლო რედაქცია რუსთაველის ტექსტისა) გამოცემის მთავარი რედაქტორი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
წყარო: Akhali khibula/ახალი ხიბულა: facebook.com Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |