შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევანგულა![]()
ბიოგრაფიაXIX საუკუნის 60-70-იანი წლებში თბილისში გამოჩენილი და სახელგანთქმული მეთარე-მომღერალი. მღეროდა ქართველ მგოსანთა ლექსებს. გიორგი სკანდაროვმა (იგივე სკანდარ-ნოვა) მისი რჩევით და წახალისებით შეადგინა "სალხინო საზანდარი ანუ დროების შემაქცევარი სხვადასხვა სიმღერების კრება, ძველთა და ახალთა მწერლებისა" (თბილისი. 1870). ევანგულამ გიორგი სკანდაროვს დიდი დახმარება გაუწია, "ლექსების გასწორებაში და, აგრეთვე, ყოველი სიმღერის ჰანგში და ხმაში", რისთვისაც გიორგი სკანდაროვი შენდობას უთვლის ("სალხინო საზანდარი", 1911. გვ.VI). ევანგულას სასიმღერო ლექსების დავთარი ინახებოდა იოსებ გრიშაშვილთან. აშუღი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.13; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |