Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ეგნატაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა თბილისის მე-3 გიმნაზიაში, მე-6 კლასიდან დაითხოვეს რევოლუციონერ მოსწავლეებთან ერთად. უმაღლესი განათლება მიიღო ჯერ კიევის, შემდეგ ხარკოვისა და თბილისის უნივერსიტეტებში. კიევის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა პოლიტწრეებს. 1913 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც 4 თვის შემდეგ ხარკოვში გადაასახლეს. ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დროს, მუშაობდა თუჯის ჩამომსხმელ ქარხანაში და არალეგალურ რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა. მწერლობას მოწაფეობის დროიდანვე მისდევდა. სტუდენტობის დროს გამოაქვეყნა "ვაჩე-ბრძენი" (სამხატვრო და სამეცნიერო კრებული "ცხოვრება და მეცნიერება", ქუთაისი, 1914), "გიორგი მებარიშვილი", "ჩვენება", "ქანდაკი", "ბედნიერება" ("ქართლი") და სხვ. საბჭოთა წყობილების დამყარების პირველ ხანებში თარგმნიდა და ეწეოდა სარედაქციო მუშაობას, იყო ლიტერატურული რედაქტორი პარტიულ გამომცემლობაში, "კოლექტივიზაციის" რედაქციასა და "სახელგამში". 1927-1930 წლებში მუშაობდა "კომუნისტის" რედაქციაში მთარგმნელად, 1935 წლის ივლისიდან იყო "კომუნისტის" პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე. ვასილ ეგნატაშვილის პუბლიცისტური და კრიტიკული ხასიათის წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთში. პედაგოგიური ასპარეზზე 1917 წლიდან გამოვიდა, მუშაობდა ჯერ გორის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, ხოლო შემდეგ - 1922 წლიდან თბილისის შრომის სკოლებსა და ტექნიკუმებში, თელავის ტექნიკუმში იყო ათწლედის გამგის მოადგილე. ლექციებს კითხულობდა თბილისში სხვადასხვა კურსებზე, მათ შორის 1935-1936 წლებში რედაქტორთა კურსებზე. იყო ქართული სპორტისა და ფიზიკური კულტურის გულშემატკივარი, სსრ კავშირის 1-ლი, მე-2, მე-3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს სსრ 1-ლი, მე-2 მოწვევის უმაღლესი საბჭო დეპუტატი. პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.7 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |