The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა ალექსიძე

ლელა ალექსიძე
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ფილოლოგიის კათედრა 1982 წელს.

1982-1987წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებული ათონის ძველი ქართული ხელნაწერების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია "ორიონი", ლაბორანტი, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1998წწ. - ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლექტორი; 1985-1987წწ. და 2006-2009წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1993წწ. - სახელშეკრულებო სამუშაო გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიის პატრისტიკის კომისიის დაკვეთით არეოპაგიტული კორპუსის სქოლიოების ქართული და ბერძნული ვერსიების მიმართებაზე; 1998-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი, პროფესორი; 2006-2017წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ფილოსოფიის ინსტიტუტი. კვლევის სფერო: ანტიკური ნეოპლატონიზმი; პლატონიზმის ისტორია, პეტრიწის ფილოსოფია; ორფიზმის ნეოპლატონური ინტერპრეტაცია; ანტიკური ფილოსოფიის გავლენა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ფილოსოფიაზე, მათ შორის ბიზანტიურ და ქართულ ფილოსოფიურ აზრზე; პატრისტიკის ფილოსოფიური ასპექტები. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო გრანტი; მოხსენებები აქვს წარდგენილი 30-მდე საერთაშორისო კონფერენციაზე, არის 4 წიგნის, არაერთი პუბლიკაციისა და 14 სალექციო კურსის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანტიკურობა და ქრისტიანობა: ბერძნული ფილოსოფია იოანე პეტრიწისა და (ფსევდო) მაქსიმე აღმსარებლის კომენტარებში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.544; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის კლუბი, წევრი
  • ბიზანტინოლოგების საერთაშორისო საზოგადოება, ქართული სექციის წევრი
  • პატროლოგიის საერთაშორისო საზოგადოება, იქართული სექციის წევრი
  • საერთაშორისო ნეოპლატონური კვლევების საზოგადოება (International Society for Neoplatonic Studies, ISNS), წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - იოანე პეტრიწის სახელობის პრემია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: