The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ბოლქვაძე

მერაბ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1979 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ქალაქგეგმარების სამმართველოში არქიტექტორად, წამყვან არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად და პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2000 წლის შემდეგ ეს ორგანიზაცია გადაკეთდა შპს "თბილქალაქპროექტად" და მუშაობა იმავე თანამდებობაზე განაგრძო; საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" მუშაობის პერიოდში მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მთელი რიგი ქალაქგეგმარებითი სფეროს და სატრანსპორტო კვანძების მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის: ქ. თბილისის დიდი დიღმის V-VI მ/რაიონებისა და "ვარკეთილი-3" I, II, III, IV მ/რაიონების განაშენიანების პროექტები, "ვარკეთილი-III" დეტალური დაგეგმარების პროექტი, ავჭალის გზატკეცილის რეკონსტრუქციის პროექტი, ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რეკრიაციული ზონის დაგეგმარების პროექტი ქ. ბენღაზში, სანატორიუმი "ЮГ"-ის საცხოვრებელი მ/რაიონი ქ. სოჭში, განაშენიანების რეგულირების გეგმა სოფ. ლისის მიმდებარედ, სასტუმროს შენობები ქ. თბილისში და ქ. ბათუმში, მრავალფუნქციური შენობა გაგარინის ქუჩაზე და წერეთლის გამზირზე ქ. თბილისში და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ და საერთასორისო კონკურსებში; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წლის საუკეთესო პროექტის პრემიით დაჯილდოვდა სასტუმროს შენობის პროექტი ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ქ. თბილისში (2001); ასევე საერთაშორისო კონკურსში წლის საუკეთესო პროექტის პრემია და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა "ქ. თბილისის ურბანული განვითარების კონცეფცია" პროექტმა (2006); "ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების" პროექტმა I პრემია მიიღო; მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და დამსახურებისთვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021.-გვ.71-72; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: