The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბოკუჩავა

ვლადიმერ ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1998  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წელს მოხალისედ წავიდა სამამულო ომში, მონაწილეობდა ქერჩის ბრძოლაში; 1942 წლის აპრილში მძიმედ დაიჭრა და მოხვდა თბილისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში; მკულნალობის შემდეგ მუშაობა დაიწყო "საქპურტრესტის" სისტემაში ინჟინერ-მშენებლად; გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იგი ხელს ჰკიდებს მშენებლობაში ბრტყელი, წყალგაუჟონავი სახურავების მასობრივად გამოყენებისა და დანერგვის საქმეს; ამ სიახლეს მან წარმატებით გაართვა თავი. შეიმუშავა ორიგინალური რეცეპტი; დაამზადა საცდელი ხსნარი; შემდეგ კი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან გააშენა მექანიზებული საამქრო; დაიწყო წყალგაუმტარი პანელების მასობრივი გამოშვება; ასეთი სახურავები გამოყენებულია ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის ტრიბუნების, თბილისის ცენტრალური ავტოსადგურის, ცენტრალური ტელეგრაფის, რუსთავის მთელი რიგი ნაგებობების, აჭარის მაღლივი შენობების სახურავებზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 72-73

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

გააზიარე: