Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან ბურჯანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაგარევი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია 1970 წელს. 1963-1965წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამსახურში; 1970-1978წწ. მუშაობდა ენგურის ჰესების კასკადის მშენებლობაზე სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1978-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 "სპეცმექანიზაციის" ტრესტის №5 მექანიზაციის სამმართველოში, ჯერ განყოფილების უფროსად, შემდგომ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1985 წლიდან აღნიშნული სამმართველო გადავიდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის დაქვემდებარებაში და იგივე თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა; 1995-2009წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, სამშენებლო კომპანია "ვიტმა-1"-ის მთავარ მექანიკოსად; 2009 წლიდან მუშაობს ქ. თბილისში; იყო სამშენებლო კომპანია "ბკ კაპიტალის", შემდგომ სამშენებლო კომპანია "ბკ კონსტრაქშენის" მთავარი მექანიკოსი; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მნიშცნელოვანი სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, ასევე საცხოვრებელი კომპლექსებისა და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყები ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 73
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |