The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გაბელაია

შალვა გაბელაია
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1932
გარდაცვ. თარიღი:1996  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთარა ქ. სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი და მიენიჭა მშენებელ-ტექნიკოსის კვალიფიკაცია 1959 წელს; ქ. ლენინგრადის სამშენებლო საინჟინრო ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1965 წელს.

1960 წლიდან, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №6 სამშენებლო ტრესტის №3 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წელს დაინიშნა ზემოაღნიშნული სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1975 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. სოხუმის მშენებარე სახლმშენებელი კომბინატის დირექტორად; 1976 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. თბილისში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში; ოყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო ტრესტის თბილისის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სპორტის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო სამმართველო "საქსპორტმშენის" განყოფილების უფროსად; 1979 წლიდან მუშაობა დაიწყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" სამშენებლო სამმართველო "საქნავთობმშენში", ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, ასევე გაერთიანება "საქნავთობის" საწარმოო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 75


გააზიარე: