The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ელიავა

გრიგოლ ელიავა
Date of birth:1857
Date of death:1925  (at 68 years)
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.
დაამთავრა მოსკოვის  უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1883 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმად თბილისში, ბაქოს გუბერნიაში, ბათუმში, საჩხერეში; ბათუმში ქალაქის ექიმად გადმოიყვანილი იქნა საჩხერიდან. მან ბათუმში 1924 წლამდე იმუშავა. გრიგოლ ელიავა 1892-1896 წლებში  მუშაობდა  ექიმ-ქირურგად ბათუმის ქსენონში (სახლი ავადმყოფთათვის), იყო ბათუმის ექიმთა საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელი და 1923-1924 წლებში ამ საზოგადოების თავმჯდომარე. წლების  მანძილზე იყო ბათუმის თვითმმართველობის წევრი და ბათუმის საავადმყოფოს გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი. მარიამ ელიავას მეუღლე და  გიორგი ელიავას  მამა.

წყარო: მედიცინა აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში / ეთერ კიღურაძე

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება, თავმჯდომარე (1913-)

Share: